Programm
Suche
Münster
Was sehen wir, wenn wir zum Himmel schauen?

Was sehen wir, wenn wir zum Himmel schauen?

  • Deutschland, 2021
  • 151′
  • FSK 0
  • Drama / Liebesfilm
  • OT: Ras vkhedavt, rodesac cas vukurebt?
  • Regie: Aleksandre Koberidze
  • Mit: Ani Karseladze, Giorgi Bochorishvili, Oliko Barbakadze
Im Cinema: Zwei georgische Jugendliche verlieben sich auf den ersten Blick, doch werden sie verflucht und sehen am nächsten Tag völlig anders aus … [georg.OmU]

Es ist Liebe auf den ersten Blick, als sich Lisa und Giorgi in der georgischen Stadt Kutaissi für einen kurzen Moment begegnen. Die Liebe erwischt sie so plötzlich, dass sie sogar vergessen, sich gegenseitig ihre Namen zu verraten. Bevor sie beide wieder ihrer Wege gehen, vereinbaren sie, sich am nächsten Tag zu treffen. Doch die beiden ahnen nicht, dass sie einem Fluch zum Opfer fallen. Gelingt es ihnen, sich wiederzusehen? Und falls es ihnen gelingt, werden sie sich wiedererkennen? Das Leben in der Stadt geht währenddessen weiter, die Straßenhunde streunen herum, die Fußballweltmeisterschaft beginnt und eine Filmcrew, die sich der Aufgabe verschrieben hat, die wahre Liebe zu finden, könnte Lisas und Giorgis Rettung sein... (Quelle: Verleih)
რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?
“რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?” ზღაპარია სიყვარულზე, რომელსაც მთხრობელი ბავშვური გულწრფელობითა და სილაღით გვიყვება. მთავარ პერსონაჟებს, ლიზას (ოლიკო ბარბაქაძე/ანი ქარსელაძე) და გიორგის (გიორგი ამბროლაძე/გიორგი ბოჭორიშვილი) ერთი ნახვით უყვარდებათ ერთმანეთი, თუმცა ავი თვალი მათ გათვალავს, ლიზა და გიორგი ახალი გარეგნობით იღვიძებენ და ახალ ცხოვრებასა და ერთმანეთის ძებნას იწყებენ. რეჟისორი განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება დეტალებს და შეყვარებულების გარდა გვაცნობს ყველაფერს, რაც ფონს ქმნის - ბუჩქს, სათვალთვალო კამერას, ნიავს, ნაყინს, ძალიან ბევრ ბავშვსა და ფეხბურთის მოყვარულ ძაღლებს. ლიზას და გიორგის გარდა ფილმში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ფეხბურთსა და ქუთაისს. “რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?” ქუთაისისადმი სიყვარულის ახსნაა, ქალაქი აქ უბრალოდ მოქმედების არეალი არ არის, ქუთაისი წარმოჩენილია მთელი თავისი დიდებულებით - უძველესი ისტორიით, ლამაზი ქუჩებით, პატარა ქალაქისთვის დამახასიათებელი ტრადიციებითა და ურთიერთობებით, მაგიურობით, მისტიკური ხვამლის მთით და მდინარე რიონით, რომელიც უდარდელად მიედინება, ცოცხალი სხეულია და უმნიშვნელოვანეს გავლენას ახდენს როგორც ქუთაისის, ასევე ფილმის ხასიათსა და არსებობაზე. იგივე შეიძლება ითქვას ფეხბურთზე, ისტორია მსოფლიო ჩემპიონატის დროს ვითარდება და ყველაფერი ამ შეჯიბრით, ფეხბურთის სიყვარულით და მის მიერ მოგვრილი ბედნიერებითაა აღსავსე. უცნაურია, მაგრამ “რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?” ერთდროულად ძალიან სადა და თამამია, რეჟისორი ექსპერიმენტულ მიდგომებსა და თხრობის არატრადიციულ სტილს ირჩევს, თუმცა ახერხებს, რომ მაყურებლისთვის ყველაფერი ნაცნობი და ახლობელი იყოს, იგრძნობოდეს როგორც ქართული, ასევე მსოფლიო კინემატოგრაფიის გავლენა და ზოგადად კინოს სიყვარული. ფილმში წლების შემდეგ პირველად, ეკრანს უბრუნდება ვახტანგ ფანჩულიძე, რაც თავის მხრივ ძალიან სიმბოლურია, რადგან ქართველმა მაყურებელმა ის რეზო ესაძის ფილმ “ერთი ნახვით შეყვარებაში” გაიცნო

Wir danken unseren Partnern und Unterstützern